10 მიზეზი, რატომ ავირჩიოთ ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი!
1. საზოგადოებრივი კოლეჯი – სტუდენტის სახლი
ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი, თავისი მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე ძალისხმევას არ აკლებს, რომ თანამედროვე ევროპული განათლების მიღებისა და პროფესიული უნარ–ჩვევების დაუფლების უზრუნველმყოფ დაწესებულებად იქცეს.
საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ პერსონალს სრულად გათვიცნობიერებული აქვს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტი წარმოადგენს ზრუნვისა და ყურადღების ძირითად საგანს; ის არის მომსახურების უმთავრესი „დამკვეთი“ და იღწვის, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი აქციოს სტუდენტის სახლად. აღნიშნული გულისხმობს, რომ შეუქმნას სტუდენტს კეთილგანწყობილი გარემო, სადაც იგი თავს იგრძნობს თავისუფლად, განტვირთულად, დაცულად და მოხერხებულად და ექნება ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ყველა ძირითადი პირობა.
2. სასწავლო კურსების მრავალფეროვნება და სწავლების ევროპული მეთოდოლოგია
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის სწავლების მთავარი ინავაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ შემოთავაზებული სპეციალობები სრულად შეესაბამება ევროპის შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს.
პროფესიული მომზადებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა კონკრეტული სპეციალობისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას. განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ზუსტად ასახავს ამ დარგის სპეციალისტის კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებს.
სპეციალობათა მრავალფეროვნებით, შესაბამისი პროგრამების მიზნობრიობითა და მათი შესაბამისობით ევროპულ ანალოგიებთან, საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს ჯანსაღი პრეტენზია ერთ-ერთი ლიდერი იყოს ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში.
3. კვალიფიკაციური პედაგოგიური პერსონალი
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი და ევროპელი პედაგოგიური კადრებით, რომელთაც სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ; კარგად იცნობენ როგორც კონკრეტული დარგის სპეციფიკას, ასევე საქართველოს შესაბამის რესურსულ პოტენციალს.
საზოგადოებრივ კოლეჯში მოწვეულნი არიან სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის სექტორის კვალიფიციური კადრები, რაც თეორიისა და პრაქტიკის უწყვეტ ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს.
საზოგადოებრივი კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან: განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან; ტურიზმისა და დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოებთან; მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. შესაბამისად, აქვს სრული და განახლებადი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებში.
4. განათლების უწყვეტი სისტემა
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი მსურველებს საშუალებას აძლევს: გაიარონ სწავლების თითქმის ყველა საფეხური (სახელობო, პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო); სწავლა განაგრძონ აკადემიური მიმართულებით კრაკოვის (პოლონეთის) ტურიზმისა და ეკოლოგიის უნივერსიტეტისა და ევროპის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
5. თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან
დაფუძნების დღიდანვე ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის ძირითად ევროპელ პარტნიორს წარმოადგენს კრაკოვის ტურიზმისა და ეკოლოგიის უნივერსიტეტი. ამასთან, სასწავლებელს პირდაპირი საქმიანი კავშირ-ურთიერთობების შესაძლებლობა აქვს პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNTWO).
6. სტუდენტთა მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შექმნილი აქვთ პროფესიული ზრდის, ზნეობრივი განვითარებისა და სოციალურ–კულტურული ჩამოყალიბების ყველა პირობა.
სტუდენტს საშუალება აქვს, ისარგებლოს საზოგადოებრივი კოლეჯის მატერიალურ–ტექნიკური ბაზითა და შესაძლებლობით; ის ხდება საზოგადოებრივი კოლეჯის მეგობრული კოლექტივის ნამდვილი წევრი, სადაც ეძლევა საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენისა და შემოქმედებითი თვითრეალიზაციის ყველა საშუალება.
სტუდენტები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის სამეცნიერო, სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში; საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. ამასთან, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, დაუკავშირდნენ ევროპული ქვეყნების უმაღლესი სკოლების (საზოგადოებრივი კოლეჯის მეგობრები) სტუდენტებს, გახდნენ ერთიანი ევროპული და მსოფლიო ახალგაზრდული მოძრაობის ნამდვილი წევრი.
7. ევროპული განათლება და დიპლომა თბილისში
პარტნიორ ევროპულ სასწავლო ცენტრებთან (ამ ეტაპზე კრაკოვის ტურიზმისა და ეკოლოგიის უნივერსიტეტთან) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დისტანციური სწავლების პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებსა და მსმენელებს საშუალება აქვთ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად საქართველოდან გაუსვლელად დაასრულონ კვალიფიციური აკადემიური და პროფესიული მომზადება და მიიღონ ევროპული დიპლომი.
8. სრულყოფილი სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი პრიორიტეტს წარმოადგენს, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების მაღალ დონეზე უზრუნველყოფა.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან თბილისის შესაბამის ორგანიზაციებსა (მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდებსა და ყველაზე პრესტიჟულ წარმომადგენლებთან) და პოლონეთის და ევროპის სხვა ქვეყნების სახელმწიფო და ბიზნეს კომპანიებში. პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამა შეესაბამება სტუდენტის პროფესიული ზრდის ეტაპებს, რაც საკუთარი შესაძლებლობების ადგილობრივ და ევროპის შრომის ბაზარზე გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.
9. სწავლისა და შრომის პროცესის შეთავსება
ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს აქვთ თანამედროვე პროფესიული თეორიული მომზადებისა და შრომითი საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსების საშუალება.
სასწავლო პრაქტიკისათვის მზადებისა და მისი განხორციელების პროცესში მათ შექმნილი აქვთ პირობები, რომ ნაწილობრივ დასაქმდნენ შესაბამის მიმღემ ორგანიზაციებში, სურვილისა და ორმხრივი ინტერესის შემთხვევაში კი, მიღებული ცოდნა დაუკავშირონ იმავე ორგანიზაციის განვითარების პერსპექტივებს და სწავლის დასრულებისას, კვალიფიციური სპეციალისტის რანგში განაგრძონ საქმიანობა მათთვის უკვე ნაცნობ კოლექტივში.
10. შეღავათების მოქნილი სისტემა
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი ახლად დაარსებული სასწავლო დაწესებულებაა, მისმა დამფუძნებლებმა და ადმინისტრაციამ საჭიროდ მიიჩნია, უკვე შემუშავდეს და დაინერგოს სტუდენტებისათვის შესაბამისი სოციალური პრივილეგიების შეთავაზება სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე. სოციალურ პრივილეგიებში მოიაზრება სტიპენდიები და სხვადასხვა სახის შეღავათები სწავლის ღირებულების გადახდის პროცესში.

Комментариев нет:
Отправить комментарий