ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის მისია არის საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ იმ საყოველთაო ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ თანამედროვე სამყაროს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული პროცესების მართვა წარმოუდგენელია ამ პროცესებში ადამიანის კონკრეტული ადგილის განსაზღვრის გარეშე. აღნიშნულის განხორციელებისათვის, საზოგადოებრივი კოლეჯის ფილოსოფიის შესაბამისად, საჭიროა მართვის პროცესის კონკრეტიზაცია (პერსონიფიცირება) და ამ პროცესში ჩართული თითოეული ინდივიდის შემოქმედებით უნარებისა და მაღალ კვალიფიკაციის წარმოჩენისათვის ზრუნვა.
განათლების დარგში მოქმედი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა იძლევა პროფესიული მომზადების სისტემის ადეკვატურად განვითარების საშუალებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი ძალისხმევას არ დააკლებს, რომ საქართველოს შრომითი ბაზარი უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური, კონკრეტულ სპეციალობაზე ორიენტირებული, სათანადო უნარებითა და ჩვევებით აღჭურვილი კადრებით. მხედველობაში გვაქვს როგორც მომზადება, ასევე გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება - ევროპული დევიზის: Lifelong Learning (განათლების უწყვეტი სისტემა) - პრაქტიკული რეალიზება.
let`s go ehead! good luck!
ОтветитьУдалить