მისიიდან გამომდინარე საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანს წარმოადგენს:
- ჩამოაყალიბოს თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო–სამეცნიერო დაწესებულება;
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროფესიული მომზადების სახელმწიფო სისტემის სრულყოფის საქმეში;
- უზრუნველყოს სასწავლო ბაზის ფორმირება, რაც შექმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე უმაღლესი განათლების მისაღებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების პირობებს;
- მოიზიდოს მრავალმხრივი ინტერესის მქონე, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები და უზრუნველყოს მათი პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა;
- უზრუნველყოს საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ სათანადო წესით დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ხელი შეუწყოს პედაგოგების, ოსტატებისა და სტუდენტების პიროვნული შესაძლებლობების რეალიზებასა და მათთვის ზოგადი, პროფესიული და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
- იზრუნოს შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა მაღალი კონკურენტუნარიანობისათვის და მოამარაგოს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზარი კონკრეტული განათლების მქონე, მომზადებული და პროფესიონალი კადრებით.
დასახული მიზნების განსახორციელებლად საზოგადოებრივი კოლეჯი:
- ქმნის თანამედროვე ევროპულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს;
- უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს მაღალკვალიფიციური პედაგოგიური და დამხმარე სასწავლო პერსონალით ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტების ბაზაზე;
- ზრუნავს მათი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე; ქმნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებს;
- ურთიერთთანამშრომლობს როგორც ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის ორგანიზაციებთან;
- ხელს უწყობს საქართველოსა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას;
- ორგანიზებას უწევს და ატარებს საზოგადოებრივი კოლეჯის შიდა, ასევე კოოპერირებულ ადგილობრივ საერთაშორისო სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს;
- ორგანიზებას უწევს და ატარებს კონკურსებს, ფესტივალებს, კონფერენციებს, სემინარებს, მასტერ-კლასებსა და სხვა სახის ღონისძიებებს სასწავლო და შემოქმედებითი მიზნებით;
- ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების შესაბამი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას;
- ზრუნავს საბიბლიოთეკო და აუდიო-ვიდეო ფონდის განახლება-შევსებასა და დაცვაზე;
Комментариев нет:
Отправить комментарий