ტურიზმის, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს:
- მშვიდ და კეთილგანწყობილ სასწავლო გარემოს, ინდივიდუალურ მიდგომას, ხელშეწყობასა და პედაგოგიურ ხელმძღვანელობას;
- სწავლების თანამედროვე, ინოვაციურ და მრავალმხრივ პროგრამებს, რომლებიც განათლების ევროპულ სისტემას ეფუძნება;
- შრომის ბაზარზე მზარდი მოთხოვნის მქონე, კონკრეტულ ცოდნასა და უნარ–ჩვევებზე ორიენტირებული სპეციალობებისა და სასწავლო კურსების ფართო არჩევანს;
- სასწავლო პროცესში უცხოელი პედაგოგების აქტიურ მონაწილეობას;
- ევროპულ (პოლონეთის) უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას;
- სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის საშუალებას პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში;
- სოციალური პროექტების ფართო წრეს - სტიპენდიებს, საგადასახადო შეღავათების სისტემას, დასაქმების პროცესში დახმარებას, სწავლის პროცესში აუცილებელ ხელშეწყობასა და სხვას;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის სწავლისა და სოციალური ადაპტაციის პირობების შექმნას;
Комментариев нет:
Отправить комментарий